თბილისის „საბურთალოს“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ომარ თეთრაძეს მიაჩნია, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება, მაგრამ დაბალი ტემპით.
„საბურთალოში“ 8 თვე ვიმუშავე და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატი ვითარდება. იმასთან შედარებით რაც 5 წლის წინ იყო წინგადდგმული ნაბიჯია. პროგრესი იგრძნობა, მაგრამ პატარა ნაბიჯებით.
საქართველოს ჩემპიონატის ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება. საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, შემდეგ ისინი იკარგებიან. რატომ იკარგებიან? მე ყოველთვის ამას ვამბობ: ვიდრე გლობალური ინფრასტრუქტურა არ შეიქმნება, პროგრესი ნელი ტემპით და მძიმედ გაგრძელდება.ერთადერთი კლუბი, რომელსაც მაღალი დონის ინფრასტრუქტურა აქვ თბილისის „დინამოა“. ასევე, ბათუმშიც და ქუთაისშიც ყველაფერი კარგადაა. ამ გუნდებს აქვს ბაზა, სადაც ვარჯიში შესაძლებელია.
ბევრ გუნდს სავარჯიშოდ მოედანიც არ აქვს და მას ქირაობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი ოპერატიულად ხდებოდეს. რაც არ უნდა იყოს, ფეხბურთი ყოველ წუთს წინ მიდის და ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ“ – აღნიშნა თეთრაძემ Legalbet-თან საუბარში.
ლაშა თაბაგარი





