საბა გოგლიჩიძე „ემპოლისთვის“ ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რადგან გუნდმა იტალიის სერია A-ში 8-მატჩიანი (5 წაგება და 3 ფრე) მოუგებელი სერია შეწყვიტა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლი მცველი გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„ემპოლიმ“ „მონცა“ მიიღო და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. განვლილი მატჩი პოლონელი ფორვარდის შიმონ ჟურკოვსკის ბენეფისი აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა. მან ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. ჟურკოვსკიმ მეტოქის კარი მესამედ 73-ე წუთზე აიღო.
„ემპოლი“ 16 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





