“ფროზინონემ”, რომელშიც გიორგი კვერნაძე ირიცხება, იტალიის სერია A-ში ზედიზედ 8 მატჩის წაგების მერე, როგორც იქნა გაიმარჯვა. 21-ე ტურში “ფროზინონემ” “კალიარი” მიიღო და 3:1 აჯობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
სტუმრები 26-ე წუთზე სულემანამ დააწინაურა, ხოლო მაციტელიმ საპასუხო ბურთი 64-ე წუთზე გაიტანა. 75-ე წუთზე “ფროზინონე” სოულემ დააწინაურა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე კალო ჟორჟემ საბოლოო წერტილი დასვა.
“ფროზინონე” 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





