“ემპოლიმ” საბა გოგლიჩიძე წარადგინა

0
78

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ “ემპოლიში” გააგრძელებს. 19 წლის ქართველი ტოსკანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
გოგლიჩიძემ შარშან “ტორპედოს” მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14-ჯერ (12-ჯერ სასტარტოში) ითამაშა. ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელსსაც რამაზ სსვანაძე ავარჯიშებს. მან ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
იტალიური მედიის ინფორმაციით გოგლიჩიძეს “ემპოლიში” რეკომენდაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გაუწია, რომელმაც ტოსკანელებში არაერთი სეზონი გაატარა. მის გარდა “ემპოლიში” კიდევ ერთი ქართველ თავდამსხმელს ირაკლი შეყილაძეს უთამაშია.
“ემპოლის” 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან სერია A-ში მე-19 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძის “ემპოლიში” გადასვლამდე, ამ სეზონში იტალიის სერია A-ში სამი ქართველი გამოდიოდა – ხვიჩა კვარაცხელია (“ნაპოლი”), სავა საზონოვი (“ტორინო”) და გიორგი კვერნაძე (“ფროზინონე”).
ლაშა თაბაგარი