ქუთაისის “ტორპედომ” გვინეა-ბესაუს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესამსახური იუწყება.
“28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო “მანჩესტერ სიტის” აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია.
ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.
კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: “სენტ-ეტიენი”, ბულგარეთის ცსკა (სოფია) და “ლუდოგორეცი”, პოლონეთის “ვისლა”, ხოლო ყაზახურ “ორდაბასისთან” ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა”.
ლაშა თაბაგარი





