ხუთი დღეა რაც დედაქალაქური “დინამო” დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ მატჩს გამართავს – 20 იანვარს “ლოკომოტივთან”, ხოლო 25 იანვარს “თელავთან”.
27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს “დინამო” თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. თბილისელები 31 იანვარს პრაღის “ბოჰემიანსს” (ჩეხეთი) შევხვდებიან, 4 თებერვალს – ლუგანსკის “ზორიას” (უკრაინა), 8 თებერვალს- ლატვიის “ვალმიერას”, 13 თებერვალს – კიევის “დინამოს” (უკრაინა), ხოლო 19 თებერვალს – მოლდოვურ “ბელცის”.
“დინამო”თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1 მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი




