ზაქარია ბეგლარიშვილი კარიერას ესტონეთის უმღლეს დივიზიონში გააგრძელებს. მან „ნარვა ტრანსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. ბეგლარიშვილმა გასული წელი უზბეკეთის „ტურონში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში „გაგრაში“ თამაშობდა. 33 წლის ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი ესტონეთში გაატარა.
2022 წელს ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ტალინის „ლევადიას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
ბეგლარიშვილი ესტონეთში 2010 წლიდან თამაშობდა და ტალინის „ფლორას“ რიგებში 2018 წელს მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო, 2021 წელს – 24-ჯერ, 2012 წელს – 17-ჯერ, ხოლო 2017 წელს – 16-ჯერ, მაგრამ ბომბარდირი მხოლოდ 2022 წელს გახდა.
ბეგლარიშვილმა 2021 წელს „ლევადიას“ შემადგენლობაში ესტონეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო 2022 წელს სუპერთასს დაეუფლა. მანამდე, მან „ფლორას“ მაისურით ესტონეთის მეისტრილიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო თასი 3-ჯერ აიღო.
გასულს სეზონში “ნარვა ტრანსსმა” ესტონეთის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი





