ლოჩოშვილი იტალიის თასს გამოეთიშა

0
46

იტალიის სერია B-ში მოასპარეზე „კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/8-ფინალში კრემონელები სტუმრად ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ „რომას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ ათამაშეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა, ხოლოს თასზე – 2.
„კრემონეზე“ 37-ე წუთზე ტსაჯუდტმა დააწინაურა, ხოლო 77-ე წუთზე ლუკაკუმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 85-ე წუთზე დიბალამ სტუმართა კარი აიღო და ეს გოლი გადმწყვეტი აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი