ბითაძის 8 მოხსნა, “მამუს” ორიანები

0
57

NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ 97:114 დამარცხდა. გოგა ბითაძის გუნდმა მეორე პერიოდი ჩააგდო, რომელიც 15 ქულით წააგო და საბოლოოდ, სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა.
ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 8 მოხსნა, ერთი პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.
“ორლანდოში” პაოლო ბანკერომ 36 ქულით და 10 მოხსნით შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებით და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლებს.
„სან ანტონიო სპერზი“ საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ 110:146 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი ანგარიშით წააგო.
სანდრო მამუკელაშვილმა  8 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 2 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა ერთი ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი მიზანს
ააცილა.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 21 წაგებით ბოლო, მე-15 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 დეკემბერს, სტუმრად „მილუოკი ბაქზთან“ ჩაატარებს.