ლოჩოშვილი სასტარტოში დაბრუნდა – “კრემონეზეს” წარმატებული სერია შეწყდა

0
65

ლუკ ლოჩოშვილმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ “კრემონეზეში” ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს 8 ოქტომბრის შემდეგ თავის გამოჩენის საშუალება პირველად სერია B-ს მე-17 ტურში სტუმრად “ფერალპიზალოსთან” გამართულ შეხვედრაში მისცეს.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა კუფალიდისის მიერ 29-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. “კრემონეზეს” 6 მატჩიანი წაუგებელი (5 გამარჯვება და 1 ფრე) შეწყდა. 25 წლის ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში კრემონელთა შემადგენლობაში სერია B-ში 8-ჯერ შეუცვლელად ითამაშა. “კრემონეზე” 29 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი