საქართველოს 17 წლმდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში თურქი თანატოლები მინიმალური სხვაობით დაამარცხა. პირველ მატჩთან შედარებით, რომელიც 1:1 დასრულდა, მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა სასტარტო შემადგენლობაში 10 ფეხბურთელი შეცვაკა და მხოლოდ ალექსანდრე ამისულაშვილი დატოვა.
მე-10 წუთზე ალთუნდაჯი დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში მან „ჯარიმა“ ისევ სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ ამჯერად ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. 63-ე წუთზე ტარტარაშვილმა ჯერ შაქიროღლუს სახიფათიდ დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ – შაჰინის.
74-ე წუთზე თურქეთის ნახევარზე მყოფმა ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოი ჩიქოვანი მოძებნა, რომელიც კარიდან გამოსულმა მეკარემ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. გლუნჩაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ანგარიშის გათანაბრებიდან ერთ წუთში ნიორაძემ სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. 83-ე წუთზე ხარებაშვილმა თავისი ნახევრიდან კარგი პასი გაუკეთა დანელიას, რომელიც თურქების საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა, რადგან ვარდნაში ხელი მცველმა შეუშალა.
90- წუთზე ნიორაძემ მოედნის ცენტრიდან პასი მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგზე ჩიქობანს გაუკეთა, რომელიც ეფექტური მოძრაობით მცველს გაცდა და ბურთი დანელიას მიუვიდა, რომლის გადაცემის მერე ჩიქოვანმა თურქების საჯარიმოში საუცხოო ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:1. გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა.
თამაშის მიწურულს მსაჯმა თურქების მთავარი მწვრთნელი გააძევა, რომელიც პენალტის დანიშვნას ემოციურად ითხოვდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 20-დან 26 მარტის ჩათვლით ელიტა რაუნდის მე-6 ჯგუფში თურქეთს, სერბეთს და დანიას დაუპირისპირდება. ჯგუფის მასპინძელი საქართველოა. ფინალურ ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ, რომელთა ევროპი 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელი დაემატება.
საქართველო – თურქეთი 2:1 (0:1)
15 დეკემბერი. თბილისი. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენა.
საქართველო: ტარტარაშვილი (დადეშქელიანი, 65), ამისულაშვილი (კ), დიაკონიძე (გვასალია, 88), გლუნჩაძე, ხოროიშვილი (ჩიქობანი, 65), მჟავანაძე, გვაზავა (ნიორაძე, 55), ვიბლიანი (ხარებაშვილი, 55), გოგილაშვილი (წულაია, 65), ჯეჯეია (დანელია, 55), რატიანი (ლაშხია, 55).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
გოლები: 0:1 ალთუნდაჯი (10), 1:1 გლუნჩაძე (75, პენ.), 2:1 ჩიქოვანი (90)
გაფრთხილება: ქოჩარი (39), დიაკონიძე (61), კორკმაზი (74), წულაია (82)




