ფიფას ვერსიით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგების სამი პრეტენდენტის ვინაობა ცნობილია. The Best FIFA-ს პრიზისთვის ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“/ნორვეგიის ნაკრები), კილიან მბაპე (პსჟ.საფრანგეთის ნაკრები) და მესი (პსჟ/„ინტერ მაიამი“/ არგენტინის ნაკრები) იბრძოლებენ.
ნომინანტთა სიას ჩამოშორდნენ კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“/ბელგიის ნაკრები), ბერნარდუ ნაკრები), მარსელო ბროზოვიჩი („ინტერი“/“ალ ნასრი“/ ხორვატიის ნაკრები). სილვა („მანჩესტერ სიტი“/პორტუგალიის ნაკრები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“/საქართველოს ნაკრები), ხულიან ალვარესი („მანჩესტერ სიტი“/არგენტინის ნაკრები), ილკაი გიუნდოგანი („მანჩესტერ სიტი“/“ბარსელონა“/გერმანიის ნაკრები), როდრი („მანჩესტერ სიტი“/ესპანეთის ნაკრები), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“/ნიგერიის ნაკრები), დეკლან რაისი („ვესტ ჰემი“/“არსენალი“, ინგლისის ნაკრები)
სიის შედგენის დროს გათვალისწინებულია ფეხბურთელთა ასპარეზობა 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტოს პერიოდში. ასე რომ გამარჯვებულის გამოვლენის დროს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გათვალისწინებული არაა. The Best FIFA–ს გამარჯვებულს 15 იანვარს დააჯილდოვებენ. შარშან, ეს პრესტიჟული პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





