„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა

0
62

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ყველა კლუბზე მეტი თანხა გამოიმუშავა. ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით,. მადრიდელთა შემოსავალმა 79,89 მილიონ ევრო შეადგინა, რომლიდან 15,6 მილიონი ევრო ჯგუფში მოხვედრისთვის მიიღო.
„რეალმა“ ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში მოიგო და გამომდინარე იქიდან, რომ ერთ მატჩში გამარჯვებისთვის კლუბს 2,8 მილიონი ევრო ეკუთვნის, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა 16,8 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. დამატებით ესპანურმა გრანდმა 9,8 მილიონი ევრო 1/8-ფინალში გასვლისთვის მიიღო. კიდევ 36,4 მილიონი ევრო „რეალს“ ბონუსად ეკუთვნის, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაში კლუბის გამოსვლიდან გამომდინარე მიღებული კოეფიციენტის თანახმად ნაწილდება. შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი ყველაზე მეტჯერ 14-ჯერ მოიგო.
გამომუშავებული თანხის მიხედვით მეორე ადგიზე მიუნზენის „ბაიერნია“ (76,6 მილიონი ევრო), ხოლო მესამეზე „მანჩესტერ სიტი“ (76,5 მილიონი ევრო).
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული შემოსავლით 10 საუკეთესო კლუბის ჩამონათვალი ასეთია:
1. „რეალი“ – 79, 89 მილიონი ევრო
2. „ბაიერნი“ – 76,64 მილიონი
3, „მანჩესტერ სიტი“ – 76, 48 მილიონი“
4. „ბარსელონა“ – 71, 53 მილიონი
5. „ატლეტიკო“ – 71,11 მილიონი
6. პსჟ – 63,89 მილიონი
7. „პორტუ“ – 63,57 მილიონი
8. „ბორუსია“ (დორტმუნდი“) – 63,25 მილიონი
9. „არსენალი“ – 63,36 მილიონი
10. „ნაპოლი“ – 58,04 მილიონი
ლაშა თაბაგარი