„ნაპოლიმ“, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდება.
მე-15 ტურში ვალტერ მაცარის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და მატჩის ბედი ერთადერთმაა გოლმა გადაწყვიტა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შუაწელში ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც ოსიმენის პასის მერე მეკრესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა. მანამდე, კვარაცხელიამ ერთხელ გაამწვავ სიტუაცია, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყიფმა მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა.
შესვენებამდე „ნაპოლიში“ თავის გამოჩენა გუნდის კაპიტან დი ლორენცოას შეეძლო, როდესაც „იუვეს“ მცველებმა თავის საჯარიმოში შეუთანხმებლად ითამაშეს და სტუმარი ფეხბურთელის დარტყმის მერე, მასპინძლები გოლის გაშვებისგან მეკარემ შჩესნიმ იხსნა. თავის მხრივ ტურინელებიდან გოლის გატანის შესაძლებლობა ვლახოვიჩს ჰქონდა, რომელსაც დააფარეს. კვარაცხელიამ პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელს ბურთი იშვიათად ჰქონდა და მხოლოდ მატჩის მიწურულს ორ-სამ ეპიზოდში შეეცადა მარცხენა ფრთიდან მწვავედ შეეტია, რაც არ გამოუვიდა. „იუვენტუსმა“ გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მარჯვენა ფლნგიდან სტანდარტულის შესრულების დროს კამბიასომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას გატიმ აჯობა და თავით მეტოქის კარი აიღო. კვარაცხელია, 87-ე წუთზე შეცვალეს.
„ნაპოლის“ 24 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 აადგილზეა – ლიდერ „იუვენტუსს“ 12 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ინტერს“, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია 11 ქულით.
ლაშა თაბაგარი





