ტაბატაძის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან გავიდა

0
24

ნამანგანის „ნავბახორი“, რომელშიც თომა ტაბატაძე გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა.
D ჯგუფის ბოლო მატჩში უზბეკებმა სტუმრად ინდოეთის „მუმბაი სიტი“ 2:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 29-ე წუთზე გაიტანეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „ნავბახორმა“ მეტოქის კარი მეორედ აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და უზბეკებმა ჯგუფში 13 ქულა დააგროვეს, ხოლო პლეი-ოფში როგორც საუკეთესო მეორეადგილონები მოხვდნენ.
ლაშა თაბაგარი