კიტეიშვილი თადარიგიდან ჩაერთო, მიქაუტაძე ისევ წუთების გარეშე

0
27

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში გრაცის „შტურმმა“ ფავორიტის სტატუსის მიუხედავად სტუმრად „ბლაუ ვაისს“ ვერ აჯობა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს, სასტარტოში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. მასპინძლები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 48-ე წუთზე გაათანაბრეს. „შტურმს“ 34 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-14 ტურში ამსტერდამის „აიაქსმა“ გასვლაზე „ნაიმეგენი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე განაცხადში მოხვდა, მაგრამ ისევ არ ათამაშეს. „აიაქსმა“ სეზონის კატასტროფული სტარტის შემდეგ სატურნირო ვითარება შედარებით გამოასწორა და 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი