კაკაბაძე კარიერაში პირველად გააძევეს

0
65

ოთარ კაკაბაძე პროფესიონალურ კარიერაში პირველად გააძევეს. პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურში „კრაკოვიამ“ ხოჟუვის „რუხი“ მიიღო და მატჩი 4:4 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე, როდესაც კრაკოველები 1:0 იგებდნენ, წითელი ბარათი მიიღო. მატჩის მთავარმა მსაჯმა მიიჩნია, რომ ცარიელ კარში „ხოჟუვის“ ფეხბურთელის დარტყმის დროს კაკაბაძემ ბურთი ხელით მოიგერია. სტუმრებმა პენალტი ზუსტად შეასრულეს. დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ სამ-სამი ბურთი გაიტანეს. „კრაკოვია“ 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ავსტრიის პრემიერლიგის მე-16 ტურში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად „ზალცბურგთან“ 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა პირველი წუთიდან ითამაშა და 90-ე წუთზე შეცვალეს. „ვოლფსბერგერი“ 23 ქულით 12 გუნდში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი