ბუდუ ზივზივაძემ “კარლსრუეს” შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურში “კარლსრუემ” სატურნირო ცხრილში მეზობელი როსტოკის “ჰანზა” მიიღო და ფრედ დასჯერდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელმაც წინა ტურში “ნიურნბერგთან” დუბლი შეასრულა სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა. ის თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 82-ე წუთზე “ჰანზას” საჯარიმოში მცველების შეცდომით ისარგებლა, რომელთაც ბურთი ვერ მოიგერიეს და ახლო მანძილიდან გაიტანა. ზივზივაძის ანგარიშზე 4 გოლი და სამი ბურთი მან ბოლო ორ შეხვედრაში გაიტანა. “კარლსრუე” 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში დონეცკის “შახტარმა” ხარკოვის “მეტალისტი 1925” მიიღო და 2:0 აჯობა. მასპინძლებშსი საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა და მარცხენაფლანგელმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშეს. მოქმედი ჩემპიონი “შახტარი” 28 ქულით 16 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





