გელაშვილს მცირე სათამაშო დრო მისცეს

0
57

ივა გელაშვილმა „სპეციაში“ გადასვლის შემდეგ იტალიის სერია B-ში მესამედ ითამაშა. მე-15 ტურში „სპეციამ“ გათამაშების ლიდერ  „პარმას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩში ერთადერთი ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ ძირითადი დროსთვის მე-4 წუთზე გავიდა – პორტუგალიელმა მცველმა ჟოაო მოუტინიომ ავტოგოლი მიითვალა. გელაშვილი სათადარიგო იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. „სპეცია“ 10 ქულით 20-გუნდიან საატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
სერია A-ს მე-14 ტურში „ფროზინონე“ „მილანს“ ეწვია და 1:3 წააგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ ათამაშეს. „ფროზინონე“ 18 ქულით 20 გუნდში მეთერთმეტეა.
ლაშა თაბაგარი