საზონოვმა ოპერაცია გაიკეთა

0
63

საბა საზონოვი იტალიის სერია A-ს მომავალ ორ მატჩში „ტორინოს“ განაცხაადში არ იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამო, დღეს „ბოლონიასთან“ ვერ ითამაშებს და ასევე მე-14 ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ შეხვედრასაც გამოტოვებს.
21 წლის საზონოვი „ტორინომ“ მოსკოვის „დინამოდან“ ზაფხულში სამ მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა ტურინელთა შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში 3-ჯერ ითამაშა და სასტარტოში ერთხელ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი