ბუდუ ზივზივაძემ თავის გერმანულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურში „კარლსრუემ“ „ნიურნბერგი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტოში ისევ არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ დაამტკიცა, რომ „კარლსრუეში“ გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
89-ე წუთზე ჰაისეს გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ზივზივაძემ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 3:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და ძალიან მახვილი კუთხიდან ეფექტური ბურთი შეაგდო.
მან მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 13 მატჩი 3 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ზივზივაძემ 10 შეხვდრა გამართა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ლაშა თაბაგარი





