„აიაქსმა“ „ვიტესი“ გაანადგურა – მიქაუტაძე ისევ შეცვლაზე ათამაშეს

0
43

მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამის „აიაქსის“ ცენტრფორვარდი ბრობი დაიმტვრა, გიორგი მიქაუტაძეს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მაინც არ ანდეს. ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-13 ტურში „აიაქსმა“ შინ ერთ-ერთი აუტსაიდერი „ვიტესი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, როდესაც ყველა გოლი გასული იყო. მას ერთი კარგი მომენტი ჰქონდა მეტოქის კარის ასაღებად, მაგრამ „ვიტესის“ მეკარემ არ გაატანინა. „აიაქსი“ 15 ქულით 18 გუნდში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი