კვარაცხელიას მეოთხე გოლი – “ნაპოლიმ” ბერგამოში მოიგო

0
59

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მე-13 ტურში ახალი მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაცარის სადებიუტო მატჩში სტუმრად ბერგამოს “ატალანტა” 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დი ლორენცოს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავით ანგარიში გახსნა. შესვენაბამდე პიოტრ ზელინსკის ბერგამოელთა კარის აღების კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
53-ე წუთზე მეტოქის ნახევრზე მყოფმა ჰატებორმა მარჯვენა ფრთიდან ნეაპოლელთა საჯარიმოში ლუკმანი მოძებნა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
განვლილ შეხვედრაში “ნაპოლის” ტრავმამოშუშებული ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. ნიგერიელმა ფორვარდმა 79-ე წუთზე ვარდნაში პასი გაუკეთა ელმასს და მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელმა თავისი შანსი გამოიყენა – 1:2. კვარაცხელიამ, რომელსაც ფეხებში მართლაც მაგრად ურტყეს შეუცვლელად ითამაშა. “ნაპოლი” 24 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი სერია A-ში, ვინც ბოლო ორ სეზონში 18 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა (4 გოლი და 3 საგოლე პასი მიმდინარე სეზონში) შეასრულა, ხოლო ტოპ 5 ლიგების მასშტაბით ხვიჩას ეს მიღწევა მეექვსეა ლიონელ მესის, ბუკაიო საკას, ანტუან გრიზმანის, ვინისიუს ჟუნიორისა და მოჰამედ სალაჰის შემდეგ.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში აპოელი გასვლაზე “არისთან” 0:1 დამარცხდა. სტუმართა რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების არცერთი ფეხბურთელი იყო – მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია, ხოლო ფორვარდი გიორგი ქვილითაია მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. აპოელს 26 ქულა დარჩა და მეორე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო “არისი” ამდენივე ქულით გალიდერდა.
სლოვეკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბრატისლავას “სლოვანმა” გასვლაზე “მიხაალოვცეს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და სამი ქულა აიღო. გამარჯვებულთა რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” 38 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი