ლევან კუტალიამ სომხეთის პრემიერლიგაში თავის გუნდს მორიგი მატჩი მოაგებინა. მე-17 ტურში „ალაშკერტი“ სტუმრად ერევნის „არარატს“ შეხვდა და 1:0 სძლია. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მე-12 გოლი ჩაიწერა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მან შეუცვლელად ითამაშა. „ალაშკერტი“ 29 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში დონეცკის „შახტარმა“ გათამაშების ლიდერ „დნიპრო 1“-ს უმასპინძლა და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთვნენ. „შახტარი“ 24 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




