საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” რიგის ვეფ-ი 76:55 დაამარცხა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, 18 წუთი ითამაშა და კუნძულელებს 11 ქულით, 5 მოხსნით და თითო დაფარება-პასით შეეშველა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 22 ქულით და 7 პასით.
„ტენერიფე” 2 მოგებით და ერთი წაგებით ჯგუფში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 ნოემბერს, „დარუშაფაქას“ უმასპინძლებს, რომელთანაც სტამბოლში დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.




