“თელავის” ახალი მთავარი მწვრთნელი ბერძენი ფეხბურთის სპეციალისტი გეორგიოს კოსტისია. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომსაფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი გაწვრთნის.
გეორგიოს კოსტისი დაიბადა 1972 წლის 7 ოქტომბერს ტრიკალაში (საბერძნეთი) – ფეხბურთელობისას გახლდათ გერმანული “ნიურნბერგის”, ბერძნული კლუბების (“ირაკლისი”, “პანახაიკი”, ვოლოსის “ოლიმპიაკოსი) და კვიპროსული კლუბების (ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი”, პაფოსის აელ, კატოკოპიასის “დოქსა”, არადიპუს “ომონია”) მოთამაშე, კარიერა 2011 წელს დაასრულა და ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო მწვრთნელობა კვიპროსის ცნობილ და ტიტულოვან კლუბ “აპოელში”, სადაც 10 წელი გაატარა, გახლდათ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე და ერთხანს, მთავარი მწვრთნელიც”.
ლაშა თაბაგარი





