საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის 2024 წლისს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11, 14 და 17 ოქტომბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს.
11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ავსტრიას დაუპირისპირდება, 14-ში დანიას და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, 17 ოქტომბერს ლიეტუვასთან ჩაატარებს. მომავალი თამაშებისთვი, გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ასეთი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი, ბელგია).
მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი), დაჩიგოგოლი (სელერო), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ლუკა ლაშხია (მარტვილი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი).
თავდამსხმელები: გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
11 ოქტომბერი | საქართველო – ავსტრია| 17:00
14 ოქტომბერი | საქართველო – დანია | 17:00
17| ოქტომბერი | საქართველო – ლიეტუვა | 17:00
ატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.




