კაჭარავა ლიუეტუვას ჩემპიონატში ითამაშებს

0
60

ნიკა კაჭარავა კარიერას ლიეტუვას “პანევეჟისში” განაგრძობს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 29 წლის ფეხბურთელმა პანევეჟისელებმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
კაჭარავამ ლიეტუვაში გადასვლამდე წელი ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო, საიდანაც ახლი მთავარი მწვრთნელის შოტლანდიელი სტივ კინის დანიშვნის შემდეგ გაუშვეს.
ის ასევე კვიპროსის „ანორთოსისში“, პოზნანის „ლეხში“, ყაზანის „რუბინში“, „ცხინვალში“, „როსტოვში“, ახნას „ეთნიკოსში“ და კიელცეს „კორონაში“ გამოდიოდა.
მან 2016 წლიდან დღემდე საქართველო ეროვნულ ნაკრებში 19-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი