„პორტუმ“ ნახევარმცველი ოტავიო საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ კლუბის არსებობის ისტორიაში სარეკორდო თანხად გაყიდა.
პორტუგალიური კლუბი ოტავიოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევრო მიიღებ. მანამდე, „პორტუს“ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ბრაზილიელი ედერ მილიტაოს მადრიდის „რეალში“ 50 მილიონ ევროდ გასხვისება იყო.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა „ალ ნასრთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ის „პორტუს“ პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 282 მატჩში 31 გოლი გაიტანა.





