„ბორდომ“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-2 ტურში ჟირონდელებმა „კონკარნო“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. მასპინძლებიდან გამარჯვების ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე პენალტიდან ბარბემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
გასულ სეზონში სერია B-ში დაქვეითებული „კრემონეზე“ იტალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა. კრემონელებმა თავის მოედანზე დამატებით დროში „კროტონე“ 3:1 დაამარცხეს – შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლების სეზონში „კრემონეზემ“ თასის 1/2-ფინალში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





