კვერკველიას დებიუტი საუდის არაბეთში შედგა

0
17

საბა კვერკველიამ საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში პირველი მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის სასტარტო ტურში „ალ ახდუდი“, რომელსაც საქართველოს ნაკრების მცველი ზაფხულში შეუერთდა სტუმრად „ალ შაბაბს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. კვერკველიამ შეუცველად ითამაშა. ის პირველი ქართველია, რომელიც საუდის არაბეთში გამოდის. „ალ ახდუდმა“ ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა, ხოლო „ალ შაბაბმა“ საპასუხო ბურთი 66-ე წუთზე გაიტანა.
ლაშა თაბაგარი