ხამეს როდრიგესი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში განაგრძობს. კოლუმბიის ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი „სან პაულუსთან“ 2025 წლის 30 ივნისამდე გააფრომა.
32 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი საბერძნეთის „ოლიმპიაკოსში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ყატარის „ალ-რაიანს“ მიაშურა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“ და „ევერტონში“ გამოდიოდა.
ხამესმა კოლუმბიის ნაკრებში ჩატარებულ 90 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.




