„მილანმა“ ესპანეთის „ვილიარეალიდან“ გარემარბი სამუელ ჩუკვუეზე შეიძინა. 24 წლის ნიგერიელმა იტალიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „როსონერიში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჩუკუვეზეს სანაცვლოდ „ვილიარეალი“ 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ დამატებით 8 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
ნიგერიელი „ვილიარეალის“ აღზრდილია და პირველი გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 207 მატჩში 37 გოლი გაიტანა.
მან 2018 წლიდან დღემდე ნიგერიის ეროვნულ გუნდში 29-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.





