კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კვიპროსის აპოელმა თავის მოედანზე სერბეთის „ვოივოდინა“ ქართველი ლეგიონერების წყალობოთ დაამარცხა.
მატჩის 32-ე წუთზე აპოელის ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ აჯობა და ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე სერბებიდან საპასუხო ბურთი ზუკიჩმა გაიტანა. 65-ე წუთზე აპოელმა კუთხური ჩააწოდა და საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა „ვოივოდინას“ საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი ვარდნაში კარში ზუსტად გადაგზავნა.
აპოელი საპასუხო შეხვედრას სერბეთში 3 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





