გაგა კირკიტაძემ საფეხბურთო კლუბ “გაგრას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გაგრელთა პრესსამსახური იუწყება:
“გაგა კირკიტაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე “გაგრა” დატოვა. მისი მწვრთნელობის დროს მოვიგეთ საქართველოს თასი მეორედ და გადმოვედით უმაღლეს ლიგაში. გვინდა მადლობა გადავუხადოთ წლების მანძილზე გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ კარიერული წინსვლა”.
35 წლის კირკიტაძე “გაგრას” 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე ავარჯიშებდა, ხოლო მეორედ მთავარ მწვრთნელდ 2018 წლის დეკემბერში დანიშნეს. მან გუნდს 2020 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი




