„ლიონი“ და მოსკოვის „დინამო“ საბა საზონოვის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ რუსული კლუბი დაახლოებით სამ მილიონ ევროს მიიღებს. საზონოვი ლიონელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ პირველ სეზონში მას ბელგიის „მოლენბეკში“გაანათხოვრებენ.
საბა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ აღზრდილია და ამჟამად, მოსკოვის „დინამოში“ გამოდის, სადაც 39 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





