გუგეშაშვილი პოლონეთში დამარცხდა

0
113

აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილის გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად პოლონეთის „რაკუვთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 55-ე წუთზე აგდამელმა კაფარგულიევმა ავტოგოლი მიითვალა და მასპინძლები დაწინაურდნენ. 71-ე წუთზე პოლონელმა პიასეცკიმ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 73-ე წუთზე ალბანელმა ჯიჯამ ანგრიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო ორ წუთში დუბლი შეასრულა – 2:2. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე კიტელმა „რაკუვს“ მოაგებინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 2 აგვისტოს ბაქოში შედგება.
ლაშა თაბაგარი