ვოლკოვის სადებიუტო გოლი კონფერენს ლიგაში

0
44

დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. „საბაჰი“, სადაც საქარრთველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ლატვიის „რიგასს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
აზერბაიჯანელებმა ანგარიში 22-ე წუთზე ლეტიჩის დარტყმის შემდეგ გახსნეს. 55-ე წუთზე ბაქოელმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მისმა თანაგუნდელმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო კარის მდგომმა ვოლკოვმა თავით გაიტანა. ქართველი ფორვარდი 70-ე წუთზე შეცვალეს.
„საბაჰი“ რიგელებს 3 აგვისტოს ბაქოში უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი