გიორგი ჭიაბრიშვილი: “რაც დავგეგმე არ გამომივიდა”

0
66

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად მალტაზე “ჰამრუნთან” წაგებულ პირველ მატჩზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
გიორგი ჭიაბრიშვილი: “თამაში რთული გამოდგა, ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლის თამაშში შევძლებთ. მიზეზებზე საუბარი არ ღირს, იმიტომ რომ გაანალიზებული კარგად არ გვაქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა.
ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა იყო, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რაღაც გახლდათ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემი დაგეგმილი იყო ეს თამაში და ვფიქრობ, არ გამომივიდა ის, რაც დავგეგმე, ამიტომ წავაგეთ. ვეცდები, რომ თბილისის თამაშზე სხვანაირად დავგეგმო, მოვაბრუნოთ სიტუაცია და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდეთ“.
თბილისის “დინამო” საპასუხო შეხვედრას “ჰამრუნთან” 3 აგვისტის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი