
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ლუკა ლოჩოშვილი იტალიის „კრემონეზედან“ ესპანეთის „რაიო ვალეკანოში“ გადავა.
GOLA TV-ის ინფორმაციით, გასულ სეზონში სერია B-ში დაქვეითებული „კრემონეზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ 2,7 მილიონ ევროს მიიღებს.
25 წლის ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ გასული წლის ზაფხულში ავსტრიის „ვოლფსბერგერიდან“ გადავიდა. მან იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 25 მატჩში (22 საასტარტოში) 1 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ქართველმა უკანახაზელმა 2-ჯერ იტალიის თასზე ითამაშა.
„კრემონეზეს“ და „ვოლფსბერგერის“ გარდა ლოჩოშვილი თბილისის „დინამოში“, კიევის „დინამოში“ და სლოვაკეთის „ჟილინაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი




