„ნიუკასლმა“, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, „ნაპოლის“ ახალი წინადადებით მიმართა. corrieredellosport.it-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა იტალიელებს „კვარას“ სანაცვლოდ 82 მილიონი გირვანქა სტრლინგი გადაუხადოს, რაც თითქმის 95 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, „ნიუკასლმა“ არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა შარშან ალექსანდრ ისაკში გადაიხადა, როდესაც შვედი ფორვარდი „რეალ სოსიედადიდან“ 63 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
„ნაპოლის“ ჯერ იტალიური მხარისთვის არ უპასუხია, რადგან იტალიის ჩემპიონს კვარაცხელიას შენარჩუნება სურს.
კვარაცხელიამ სaდებიუტო სეზონში სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 4-თანაგუნდელებს გაატანინა. გარდა ამისა, კვააცხელიამ ყველა ტურნირში 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლი” საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა. მიმდინარე ზაფხულში “კაჭკაჭებმა”, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან, “მილანიდან” იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ტონალი 53 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდეს.
ლაშა თაბაგარი





