„ლაიფციგმა“ ოპენდა სარეკორდო თანხად შეიძინა

0
49

„ლაიფციგმა“ საფრანგეთის „ლანსიდან“ თავდამსხმელი ლოი ოპენდა შეიძინა, რომელმაც ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
23 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მის სანაცვლოდ „ლანსი“ 43 მილიონ ევროს მიიღებს.
ოპენდა „ლაიფციგის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე ძღვირადღირებული შენაძენია.
ბელგიელი „ლანსში“ 2022 წლის ზაფხულში „ბრიუგედან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 21 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.