„ლაციომ“ მილენკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთში გაყიდა

0
94

რომის „ლაციომ“ ნახევარმცველი მილენკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ გაყიდა. სერბეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ახლა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ლაციო“ 28 წლის ბალკანელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავადა მილენკოვიჩ-სავიჩი „ალ ჰილალში“ წელიწადში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მილენკოვიჩ-სავიჩი „ლაციოში“ 2015 წლის ზაფხულში ბელგიის „გენკიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 341 მატჩში 69 გოლი გაიტანა.
მან რომალებეთან ერთად ერთხელ იტალიის თასი, ხოლო ორჯერ სუპერთასი მოიგო.