12 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
ფინური ჰიკ-ის და ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონის “ლარნეს” მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
შეხვედრა ჰელსინკში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





