მილანის „ინტერში“ გატარებული 11 სეზონის შემდეგ, სამირ ჰანდანოვიჩი კლუბს დაემშვიდობა.
მილანელებმა 38 წლის სლოვენიელი მეკარის წასვლის შესახებ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერეს და მას გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი უწოდეს.
სლოვენიელმა გოლკიპერმა „ინტერში“ 455 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მე-10 ადგილს ჩილელ მცველ ივან კორდობასთან იყოფს.
ჰანდანოვიჩმა 166 შეხვედრაში კარი „მშრალად“ შეინახა და სერია A-ში 32 პენალტი მოიგერა, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში რეკორდია.





