კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა თბილისის “ლოკომოტივმა” ექვს ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ყველა მათგანი ზამბიელია, ისინი გუნდს ზამბიური “კაფუე სელტიკსიდან” შემოუერთდნენ და როგორც “ლოკომოტივის” მთავარ გუნდში, ასევე “ლოკომოტივი 2-ში” გადანაწილდებიან.
თბილისური გუნდის ახალწვეულები არიან: ვინსენტ კალინდა (თავდამსხმელი), დარტონ ბვალია (თავდამსხმელი), ბონეფანსეო ფირი (თავდამსხმელი), აგრიპა მვილა (ნახევარმცველი), ფრენკ ჩილეშე (ნახევარმცველი), ფლოიდ ჩილეშე (ნახევარმცველი).
“ლოკომოტივმა” ფეხბურთელებთან სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულებები დადო. მოთამაშეები გუნდში 2026 წლამდე ითამაშებენ.





