“თელავს” სომხეთის ნაკრების ექსმეკარე შეუერთდა

0
96

“თელავში” სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე დავიდ იურჩენკო ითამაშებს. ამის შესახებ კახური კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 37 წლის მეკარე დავიდ იურჩენკო დაიცავს. დაიბადა: 1986 წლის 27 მარტს; სიმაღლე: 187 სმ; წონა: 80 კგ; ამპლუა: მეკარე; ბოლო კლუბი: “პიუნიკი” (ერევანი, სომხეთი).
სომხეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი (25 მატჩი) საკმაოდ გამოცდილი და იმავდროულად ტიტულიანია. დავიდ იურჩენკო ბოლო სამი წლის მანძილზე იცავდა ეროვნული გუნდის კარს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დაბადებულმა კი საფეხბურთო კარიერა 2010 წელს დაიწყო: სამარის “კრილია სოვეტოვი”, ასტრახანის “ვოლგარი”, სარანსკის “მორდოვია”, “უფა”, მახაჩყალის “ანჟი”, “ტოსნო”, კრასნოიარსკის “ენისეი”, ყარაგანდის “შახტიორი”, ერევნის “ალაშკერტი” და ერევნის “პიუნიკი” – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც იურჩენკოს უთამაშია.
მან 2017/2018 წლების სეზონში “ტოსნოს” შემადგენლობაში რუსეთის თასი მოიგო, ხოლო “ალაშკერტის” შემადგენლობაში ყველა სომხური ტიტული (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი) შეაგროვა”.