“დინამო” ასტანაში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა

0
56
თბილისის “დინამო”1 ივლისს  ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახეთს 21 ფეხბურთელით ეწვია. ტრავმების გამო თბილისურ კლუბს ვიცეკაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე კირკიტაძე და ზორან მარუშიჩი ვერ დაეხმარებიან.
მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა კუტალაძე, დავით კერესელიძე.
მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი.
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი.
შემტევები: უსმანე კამარა, მუსა სანგარე, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი.
ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ “ასტანა არენაზე” მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 11 ივლისს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.
​ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ადგილობრივ “ასტანასა” და “დინამოს” შორის 12 ივლისს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.