კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „გაგრამ“ ზამბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯასტინ შონგა დაიმატა.
26 წლის ფეხბურთელმა 2021-2022 წლების სეზონი სამხრეთ აფრიკის „სეხუხუნე იუნაიეტდში“ გაატარა, სადაც 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მან კარიერას „ზამბიის“ ნივაზიში დაიწყო. შემდეგ სამხრეთ აფრიკის „ორლანდო პეირეთსში“, „ტშახუმაში“, „კეიპ თაუნ სითიში“ და ეგვიპტის „ისმაილიში“ გამოდიოდა.
მან 2017 წლიდან დღემდეგ ზამბიის ნაკრებში 33-ჯერ ითამაშა და 16 გოლი გაიტანა.




