ინგლისი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

0
36

ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საქართველოსა და რუინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტია.
ირლანდიელი ლი კარსლის გაწვრთნილი ბრიტანელები ნახევარფინალში ბათუმის არენაზე ისრაელს შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს.
ინგლისელებს ორი ტაიმი დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ გიბს-ვაითის შესრულებული პენალტის შემდეგ ბურთი კარს აცდა.
42-ე წუთზე პალმერმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გიბს-ვაითი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა.
63-ე წუთზე ინგლისელთა შეტევის დროს ისრაელის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა სმით როუმ ბურთი მიიღო და პასი შორეულ ძელთან პალმერს გაუკეთა, რომელმაც თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. მსაჯმა გოლი რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ ჩათვალა, რადგან ეჭვი იყო, რომ სმით როუმ გადაემა თამაშგარეში მდგომარეობიდან შეასრულა, რომელიც გაქარწყლდა.
85-ე წუთზე ჰალალის ანგარიშში სხვაობის შემცირება შეეძლო, როდესაც ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, მაგრამ ბრიტანელთა მეკარებ ბურთი კარის ხაზზე „გააქვავა“.
90-ე წუთზე ინგლისელთა შეტევა კამერონ არჩერმა დაასრულა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ინგლისის ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა. კარსლის გაწვრთნილები 8 ივლისს ბათუმში ესპანეთსა და უკრაინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ლაშა თაბაგარი